"ჯინსების თაობა HOLYWOOD-ში" [video]

2019-06-28 00:52:24

"თუ შენი სცენარი ისეთივე მაგარია, როგორიც წარდგენა, ჩათვალე რომ ფილმი გადაღბულია" - რუსთაველი მსახიობი ლაშა კანკავა HOLYWOOD-დან დაბრუნდა და ქართველების კინოინდუსტრიის სამყაროში მიღწეული წარმატებებისა და რუსთაველებისთვის მოსალოდნელი სასიამოვნო სიახლეების შესახებ "ინფო რუსთავს" უამბო. [ვიდეო/video]

რუსთაველი მსახიობი, რეჟისორ და პროდიუსერ ნიკოლოზ ხომასურიძის ხელმძღვანელობით "Warner Bros"-ის პროდიუსერების ფესტივალზე იყო მიწვეული, სადაც ის და მისი თანაგუნდელები მსოფლიოში ცნობილ კონომწარმოებლებს შეხვდნენ. როგორც ლაშა კანკავა აცხადებს, აღნიშნული ფესტივალი იგივე "კინო ბაზრობაა", სადაც გადასაღებად გაზმადებული პროექტების შერჩევა ხდება.

რუსთაველი მსახიობის ინფორმაციით, მალე შესაძლოა მთელმა მსოფლიომ ქართველების მიერ შემნილი ახალი ფილმი იხილოს.

ლაშა კანკავამ და გუნდმა, რომელთან ერთადაც ის HOLYWOOD-ში იმყოფებოდა, მოფლიოს საუკეთესო პროდიუსერებს რამდენიმე პროექტი წარუდგინა, ერთ-ერთმა მათგანმა კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის პროექტი "ჯინსების თაობა" მალე შესაძლოა ფილმად იქცეს, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მსახიობები ითამაშებენ.

ლაშა კანკავას ინფორმაციით, ნიკოლოზ ხომასურიძე და ნიკოლოზ ბარტყულაშვილი ამერიკაში დარჩნენ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ჟიურის წევრებისა და ფესტივალზე მიწვეული სტუმრების წინაშე, ხომასურიძის მიერ პროექტის 3 წუთიან წარდგენას, რუსთაველი მსახიობის თქმით, დიდი ინტერესი და მოწონება მოჰყვა. ხომსაურიძეს უთხრეს, რომ თუ ფილმის სცენარიც ისეთივე კარგი აღმოჩნდება, როგორიც პროექტის წარდგენა, მას აუცილებლად გადაიღებენ.

"ჯინების თაობაზე" ნიკოლოზ ხომასურიძე წლებია მუშაობს. ლაშა კანკავას თქმით, ფილმი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ თემაზე ბევრ უცნობ დეტალს გაგვანდობს.

რუსთაველი მსახიობი "ინფო რუსთავთან" "ჯინსების თაობაში" ცნობილი მსახიობების მონაწილეობას აანონსებს.

"სულ ვამბობდი რომ პირველად ჰოლივუდში აუცილებლად საქმით უნდა მოვხვდე მეთქი და ეს ფესტივალი ჩემთვის როგორც მსახიობისთვის და როგორც სცენარისტისთვის ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება იყო რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ძმას ნიკოლოზ ხომასურიძეს.ჩვენ ერთად კიდევ ძალიან ბევრს მივაღწევთ", - აცხადებს რუსთაველი მსახიობი ლაშა კანკავა.