რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდი სკეიტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაშავდა. [ვიდეო/video]
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავთან" საუბრისას, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განაცხადა, რომ: "15 წლის ყმაწვილი შემოყვანილია ღამე ტრავმით. გადმოვარდნილია სიმაღლიდან. ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის , მდგომარეობა სტაბილლურია. დაზიანება სერიოზულია, მოტეხილი აქვს ძვლები, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია და ექვემდებარება მკურნალობას".