რუსთავში, საცურაო აუზში "თოლია" ვეტერანი მოცურავის, დავით ბოსტაშვილის სახელობის თასის მოსაპოვებლად შეჯიბრი გაიმართა.
ასპარეზობა ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში, 5 სახეობაში ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობას 105 მოცურავე იღებდა.
გათამაშდა 40 ოქროს, 40 ვერცხლის და 40 ბრინჯაოს მედალი. ასევე გათამაშდა დავით ბოსტაშვილის სახელობის თასი, 200 მეტრ კომპლექსურ გაცურვაში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში.
თასი გადაეცა 6 გამარჯვებულ მოცურავეს, რომელთაგან 5 რუსთაველია. ისინი არიან: ტიელიძე ნატალიე, არზიანი გიგი, ზაქარაშვილი მარიამი, მეგრელიძე თამარი, და წერიაშვილი ლუკა.