ვაზიანის გზატკეცილზე, სოფელ სააკაძესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები, პატარძალი, პატარძლის ძმა, მეჯვარე და ავარიაში მოხვედრილი კიდევ ერთი პირი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 17 საათზე მოხდა, ქორწილის ესკორტის ავტომობილები და სატვირთო მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.