"ინფო რუსთავის" კვირის ფოტორეპორტაჟში წარმოგიდგენთ ფოტოგრაფების მიერ ასახულ 20 ივნისის ღამეს.
კადრებში ასახულია თუ როგორ ცდილობდა დაერბია მშვიდობიანი აქცია სპეცრაზმს წყლის ჭვავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადნი გაზით.
შეტაკება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის დაშლა პოლიციამ გამთენიისას დაასრულა, დაშავდა ასობით ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.