გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 ივნისს ელექტროენერგია 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში კიკვიძის, გურამიშვილის, შევჩენკოს ქუჩებზე.
10:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს კრწანისი, ფონიჭალა, მთისძირი, თელეთი, გამარჯვებადა მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მამხუტი, ტალავერი, მუხრანა.
11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს უკანგორა და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 16:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 20:00 საათამდე - სოფლებს იმირი, იმირჯალა, შულავერი, ყულარი და მიმდებარე სოფლებს. 14:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს კუმისი, თელეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.