სადგურებზე მიკროავტობუსების დეფიციტია [photo]

2019-06-20 10:20:16

სადგურებზე მიკროავტობუსების დეფიციტია.

რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მგზავრებს გადაადგილება ისევ უჭირთ.

XIX მიკრორაიონში და თოდრიას წრეზე მიკროავტობუსებს მგზავრები 20-30 წუთია ელოდებიან.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ ყველა მიკროავტობუსი შეუფერხებლად მუშაობს.

"პიკის საათის პერიოდში როცა დედაქალაქში მოძრაობა გადატვირთულია, შესაძლოა მიკროავტობუსების დანიშნულების ადგილამდე მისვლის დრომ გადაიწიოს"- განუცხადეს ინფო რუსთავს კომპანიაში.