ტროტუარზე აყრილი ქვაფენილი [photo]

2019-06-19 14:31:11

ფოტო, რომელიც ინფო რუსთავს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა, მე-17 მიკრო-რაიონისა და ლეონიძეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკშია გადაღებული.

სკვერში აყრილი ქვაფენილი რამდენიმე დღეა რაც ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტს უქმნის.

ადგილობრივების თქმით, ქვაფენილს უცხო პირები იპარავენ და დროდადრო მოპარული ქვაფენილის რაოდენობა უფრო მატულობს.