"მშენებლობა თავიდანვე უკანონო იყო"

2019-06-18 18:10:21

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭყონდიდელის დასახლებაში რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა სარჩელი შეიტანეს.

მათი სასარჩელო მოთხოვნაა იუსტიციის სამინისტროს აეკრძალოს მშენებლობის გარგრძელება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ღობეა დაინტალირებული.

მოსარჩლე მხარის უფლებებს იურისტი ნიკოლოზ გრიგალაშვილი იცავს.

"მოტივაცია არის ორი. ერთი ეს არის ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გემგმა, რომლითაც მაგ ტერიტორიაზე საწარმოო ზონა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული. მეორე მოტივაცია არის ის რომ, არც ადგილობრივ თვიმმართველობას და არც ცენტრალურ ხელისუფლების ეკონომიკის სამინისტროს სიფს, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვებს, ამ მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია. შესაბამისად მშენებლობა თავიდანვე უკანონოა" - განაცხადა იურისტმა ნიკოლოზ გრიგალაშვილმა.

ადვოკატის თქმით, სარჩელში ასევე მოთხოვნილი აქვთ სასამართლო განხილვის პერიოდისათვის შეაჩერონ მშენებლობა, რადგან თუ დაკმაყოფილდება მოსახლეობის სარჩელი მშენებლობაზე გაწეული ხარჯები ფუჭად გადაყრილი იქნება.