კალიგრაფიის კონკურსის რუსთაველი გამარჯვებულები [photo]

2019-06-18 12:52:16

ქვემო ქართლის მასშტაბით ჩატარებული კალიგრაფიის ყოველწლიურ კონკურსში 70 ფინალისტს შორის საპრიზო ადგილების მოპოვება 11-მა რუსთაველმა კონკურსანტმა შეძლო. სხვადსახვა საკონკურსო კატეგორიებში I, II და III ადგილის მფლობელები გახდნენ:

II-IV კლასები:
I ადგილი: მათე ზარნაძე, მე-4 კლასი (რუსთავი);
II ადგილი: ლუკა ქაბზინაძე, მე-3 კლასი (რუსთავი);
II ადგილი: სანდრო შანშაშვილი, მე-3 კლასი (რუსთავი);
III ადგილი: ანამარია საბანაძე, მე-2 კლასი (რუსთავი).

V-VIII კლასები:
I ადგილი: გიორგი გოქაძე, მე-6 კლასი (რუსთავი);
I ადგილი: ლუკა დარციმელია, მე-6 კლასი (რუსთავი);
II ადგილი: სალომე გოგოლაძე, მე-7 კლასი (რუსთავი);
III ადგილი: აგნესა გოლოშვილი, მე-8 კლასი   (რუსთავი);
III ადგილი: ნიკე ბაგაშვილი, მე-7 კლასი (რუსთავი).

IX-XII კლასები:
I ადგილი: მარიამ ტეფნაძე, მე-12 კლასი (გარდაბანი);
II ადგილი: ლიზი ლეგაშვილი, მე-11 კლასი (რუთავი);
II ადგილი: ქეთი პაპუნაშვილი, მე-12 კლასი (რუსთავი);
III ადგილი: ფარვინ ომაროვა, მე-10 კლასი (მარნეული).

კონკურსს 2011 წლიდან რუსთაველ მოსწავლეებს შორის ყოველწლიურად ატარებდა სკოლა „ლაზარე". კონკურსის დამფუძნებლები და ხელმძღვანელი პირები სკოლა "ლაზარეს" დირექტორი ნუგზარ მაისურაძე, კალიგრაფები დავით და თეონა მაისურაძეები და ხელოვნებათმცოდნე ლელა შიუკაშვილი არიან.

2016 წლიდან ორგანიზატორებს შეუერთდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი და მას შემდეგ კონკურსი მთელი რეგიონის მასშტაბით ტარდება.

კალიგრაფის, დავით მაისურაძის თქმით, კონკურსის მიზანი კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობაა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

2019 წლის კონკურსში მონაწილეობა 700-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო. მათგან ჟიურიმ 70 ფინალისტი შეარჩია. გამარჯვებულები სხვადასხვა უწყებებმა და კერძო პირებმა დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონია რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა.