კონდიციონერს უნებართვოდ ვერ დაამონტაჟებთ

2019-06-28 10:57:02

რუსთავში, უნებართვოდ დამონტაჟებული კონდიციონერი მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს.

სამსახურში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე, ისინი მოქალაქეს, გარკვეული ვადას მისცემენ, რათა არსებული დარღვევა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ კონდიციონერის დამონტაჟებისთვის აუცილებელია მობინადრემ წერილობით შეატყობინოს რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურს და სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი გაგრილების სისტემის დამონტაჟება.