"ვიხრჩობით, ავყროლდით ასე აღარ შეგვიძლია"

2019-06-17 00:27:42

უსიამოვნო სუნი რუსთავის ქუჩებში.

პრობლემა, რომელიც ქალაქში ზაფხულის სეზონთან ერთად აქტიურდება. ადგილობრივებს ქალაქის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული უსიამოვნო სუნი აწუხებთ.

უსიამოვნო სუნის გავრცელების კერებთან დაკავშირებით რუსთაველებს სხვადასხვა ვერსია აქვთ. ერთ-ერთი ვერსიით ის სოკოს ქარხნიდან მოდის.

"ინფო რუსთავს" უკვე რამდენიმე დღეა, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან, უსიამოვნო სუნისგან შეწუხებული მოსახლეობა უკავშირება და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს.

მათი თქმით, უსიამოვნო სუნი საღამოს საათებში მძაფრდება, რის გამოც, ფანჯრის გაღებასაც ვერ ახერხებენ.

"იქნებ გაარკვიოთ საიდან მოდის ეს საშინელი სუნი. ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია. გახრწნილი ლეშის სუნი დგას, ფანჯრებს ვერ ვაღებთ ამ სიცხეში" - წერს "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მომხმარებელი.

მოსახლეობის ნაწილის აზრით, უსიამოვნო სუნი სოკოს ქარხნიდან საღამოს საათებში გამოდის. მათი თქმით, ქარხანა საღამოს საათებში გარკვეული პროცედურების ჩატარებას იწყებს და სწორედ აქედან გამოდის უსიამოვნო სუნი რომელიც ქალაქის ნაწილს ედება.

მოსახლეობის ბრალდებებს ქარხნის ხელმძრვანელობა პასუხობს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ "ინფო რუსთავი" ქალაქში უსიამოვნო სუნის შესახებ გასულ წელსაც წერდა. ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ 2018 წელს სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე კანონდარღვევის ფაქტიც დაფიქსირა, რომელიც შესაბამის სამსახურებს ეცნობა.