რუსთავში ძაღლის დაკბენილთა რაოდენობამ მოიმატა

2019-06-16 12:40:50

რუსთავში ძაღლის მიერ დაკბენილთა რაოდენობამ მოიმატა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმი ირაკლი ჯანგულაშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მაისის თვეში ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის რაოდენობამ გასული წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში საგრძნობლად მოიმატა.

"მაისის თვეში 300-ზე მეტმა პაციენტმა მოგვმართა დახმარებისთვის. სტატისტიკას თუ შევხედავთ გასული წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში მომართვიანობა გაზრდილია. საავადმყოფოში მოსული პაციენტებიდან დაახლოებით 70-75% რუსთაველია", - ირაკლი ჯანგულაშვილი.