XVI მიკრო-რაიონში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლს მანქანის გაჩერება სთხოვა თუმცა ის პატრულის მოწოდებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციამ მასზე დევნა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა, თუმცა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ახტა, პარკინგისთვის განკუთვნილ პერიმეტრზე შეიჭრა და რკინის მცირე ზომის ბოძს შეეჯახა რამაც ავტომობილის გაჩერება შეძლო. ამის შემდეგ მძღოლი გადმოხტა, მიატოვა საკუთარი ავტომობილი და ადგილიდან მიიმალა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და გაქცეული პირის დადგენა.