2017-03-16 18:43:33
რუსთავის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. გარდა დოკუმენტური ფოტოებისა ასევე წარმოდგენილი იყო წერილობითი და დოკუმენტური მასალა. ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილეები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.