17 ივნისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-06-14 18:08:38

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივნისს 12:00-დან 14:00 საათამდე  ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში, მესხიშვილის, ლეონიძის, ერისთავის, ბალანჩივაძის, აღმაშენებლის, სანაპიროს, და მიმდებარე ქუჩებზე, მე-17, მე-16, მე-14, მე-12, მიკრორაიონებში.

17 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება