ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა

2019-06-14 16:27:39

რუსთავის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.

ყველა საჯარო ბაღში ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან 2 წუთში შეივსო. ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით, 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში 580 აღსაზრდელი ჩაირიცხა.

ბაგა ბაღების გაერთიანებაში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ რეგისტრაციის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა. სამსახურის ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განცხადებით, სარეგისტრაციო საიტი ტექნიკურად გამართული იყო. 

იმ შემთხვევაში, თუ შევსებულ ბაღებში ადგილები გამოთავისუფლდება, მშობელს შვილის ჩარიცხვის შესაძლებლობა გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე შეეძლება.

რუსთავის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 14 ივნისს 12:00 საათზე დაიწყო.