შშმ პირთა დღე რუსთავში [photo]

2019-06-14 15:45:18

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება, ღონისძიებებს რუსთავიც შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

"12 წელი არ არის ცოტა დრო, ყველა საქმე რომელიც იწყება მას უნდა ქონდეს გაგრძელება და უნდა ვითარდებოდეს. ჩვენ მომსწრე ვართ ამ ყველაფრის დღევადელი ღონისძიებით, რაც დამოკიდებულია პროფესიონალ მასწავლებლებზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ კოლექტივს, რომლებიც გადამზადების კურსს გადიან, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე. ეს ცენტრი იქნება ერთ-ერთი თითით საჩვენებელი დღის ცენტრი, რომელიც ემსახურება უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბავშვებს"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილიც დაესწრო.

" ჩვენ უკვე ტრადიციულად ვხვდებით ამ საჭირო და მადლიან დაწესებულებაში უნიჭიერეს ადამიანებს, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე ქმნიან და გვთავაზობენ ბევრ საინტერესო წარმოდგენას. მიხარია, რომ ცენტრს ჰყავს კვალიფიცირებული ხელმძღვანელები, პედაგოები, რომლებიც მთლიანად იხარჯებიან ამ ბავშვების აღზრდაში, განათლების მიცემაში, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში. რამდენიმე ხნის წინ საგრანტო კონკურსი მოიგო ჩვენმა რუსთავის ცენტრმა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი დაფინანსებით სხვადასხვა გამოწვევებს უპასუხა. ჩვენ გვქონდა პატივი გადაგვეცა ამ გრანტის მოგებისთვის სიგელი და აღსანიშნი საჩუქრები დირექტორისთვისა და ცენტრისათვის"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრმა დღეს დაარსებიდან 12 წლის იუბილეც აღნიშნა.