რუსთავის მეათე ბაღი იუბილარია [photo]

2019-06-14 13:10:20

რუსთავის N10-ე საბავშო ბაღმა გახსნიდან 1 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება საბავშვო ბაღის ეზოში გაიმართა. პატარებმა სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელობა, პედაგოგები, მშობლები და ორგანიზაცია ორბელიანის წარმომადგენლობა ესწრებოდა.

"მზიანეთის კეთილმოწყობა ერთ-ერთი პროექტია იმ 14 ინიციატივიდან, რომელიც დავაფინანსეთ. ეს პროექტი მიზნად ისახავდა ბაღის მოწყობას და მიუხედავად იმისა, რომ მერია აფინანსებდა მშობლებმა თავად შეიძინეს ინვენტარი და საჭირო მასალები, იკრიბებოდნენ ყოველდღე და გეგმავდნენ როგორ შეიძლებოდა ტერიტორისს ათვისება. მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული იყო არქიტექტორიც, რომელმაც პროექტის დიზაინი სისრულეში მოიყვანა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა ერთნაირად იყო ბაღის კეთილმოწყობაში ჩართული. ამ ადამიანებს აქვთ საკუთრების განცდა და უფრო მეტად მოუვლიან და გაუფრთხილდებიან ბაღს"- განაცხადა ორგანიზაცია ორბელიანის ხელმძღვანელმა ქეთი ხაჩიძემ.

რუსთავის №10-ე საბავშვო ბაღი ცურტაველის ქუჩაზე, რამდენიმე ათეული წლის გაიხსნა, ხოლო 2017 წელს რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, ბაღის დემონტაჟი განხორციელდა.

მე-10 საბავშვო ბაღის ძველი შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა. სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოხდა ბაღის შენობის ფასადის საიზოლაციო მასალით დათბუნება, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო.