14 ივნისს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-06-13 22:13:44

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

10:00-დან 20:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, მაზნიაშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე. 16:00-დან 17:00 საათამდე - შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე, 21-ე მიკრორაიონში.

12:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს ვარკეთილი, პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, ქვემო და ზემო ქვიშიანი, პატარა ლილო.

14:00-დან 16:00 საათამდე - გარდაბანში აღმაშენებლის, 9 მაისის, სამედ ვურგუნის, სიხნოს, ნინოშვილის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

12:30-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, მამიშლო, გუგუთი, ტყისპირი, პანტიანი, ამამლო და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭივჭავი, ჯვარა, სამღერეთი, შიხილო, ნავთიანი, დიდი ირაგა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში საღრაშენი, ფარცხისი, მაწევანი, წინწყარო, დაღეთი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს მარნეულის მუნიციპალიტეტში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებს. 10:00-დან 20:00 საათამდე - სოფლებს ახალწყალი, ქვემო თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.