რუსთავის შემოსასვლელი შეიწამლა

2019-06-14 00:13:55

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსთავის შემოსასვლელში იტალიური კალიის მომრავლებას შეეხებოდა, რეაგირება მოჰყვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რუსთავის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კალიების ძალიან დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, დღეს შეწამვლითი სამუშაოები ჩაუტარდა.

კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაახლოებით 60 ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდა. ქვემო ქართლში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მირანგულა ლიპარტელიანი ინფორმაციით, შეიწამლა რუსთავის შემოსასვლელის მიმდებარედ არსებული მინდვრები.

მირანგულა ლიპარტელიანი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და მოარიდონ ცხოველები აღნიშნულ მდელოებზე საძოვრად გაყვანას.