სიჩქარის შემაფერხებლის მონტაჟი დასრულდა

2019-06-13 11:29:22

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ქალაქის შემოსასვლელში სიჩქარის შემაფერხებლის მონტაჟი დასრულდა.

სამუშაოები დაახლოებით 1 თვე მიმდინარეობდა რასაც რუსთაველების პროტესტი მოჰყვა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავდაპირევლად გზა გადათხარა და მიატოვა. მოგვიანებით დაიწყო სამუშაოები თუმცა აღმოჩნდა რომ ფილები არასწორად დააგეს და საჭირო გახდა ქვაფენილის დემონტაჟი და თავიდან მონტაჟი.

ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდვის გარეშე არის შესაძლებელი.