სანდრა რულოვსი რუსთავში [video]

2019-06-12 19:10:12

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი რუსთაველ ქალბატონებს შეხვდა. [ვიდეო/video]

შეხვედრა რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაიმართა. სანდრა რულოვსმა ქალბატონებთან მათთვის აქტუალურ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"100-მდე ქალბატონს შევხვდი ნაციონალური მოძრაობის ოფისსში და ვესაუბრე ქალებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, როგორიცაა ჯანდაცვა, ქალთა უფლებები, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის. ვისაუბრე იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა.  დასაქმება ხდება პოლიტიკური ნიშნით, არამარტო ქალების, მამაკაცების დასაქმებაც ძალიან რთულია. ვისაუბრეთ იმაზე, რომ განათლების სფერო სუსტია, რომ  ბევრი ხალხი გადის ქვეყნიდან, რაც ძალიან დასანანია", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

შეხვედრის მსვლელობისას მოსახლეობის მხრიდან გაჟღერდა მზაობა იმისთან დაკავშირებითაც, რომ საპროტესტო აქციები მოაწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც სანდრა რულოვსი ამბობს, რომ: - "ყველა უნდა ვიყოთ მზად აქციებისთვის. ჩვენ არ დავზარდებით, მთელს ქვეყანას შემოვივლი ამ ზაფხულს და ყველას უნდა ვესაუბრები ამ ძალიან მტკივნეულ თემებზე, რომლებიც დღეს საქართველოში აქტუალურია", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა ლედიმ.