13 ივნისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-06-12 18:05:29

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ივნისს ელექტროენერგია 10:00-დან 18:15 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში შარტავას, ტაშკენტის, სპორტის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-20 მიკრორაიონში. 13:30-დან 13:45 საათამდე - მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, დადიანის, თავგორაშვილის, ქუქჩიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

10:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ვარკეთილი, პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, ქვემო და ზემო ქვიშიანი, პატარა ლილო. 10:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი, ფოლადაანთკარი, ფონიჭალა.

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულში 26 მაისის, გოგოლის, გოგებაშვილის  და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ კიზილ-აჯლოს. 10:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.