10 წლის მხატვრის გამოფენა რუსთავში [photo]

2019-06-12 16:05:24

რუსთავის საბავშვო ბიბლიოთეკა ,,ნაკადულში’’, თვითნასწავლი მხატვრის, 9 წლის გიორგი გველესიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენა სახელწოდებით " მე ბავშვი თავისუფალი" დღეს, 12 საათზე გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში კი საბავშვო ბიბლიოთეკა ნაკადულში პატარა ვუნდერქინდის ახალი ნამუშევრები გამეოფინა. საგამოფენო სივრცეში გიორგი გველესიანის 40-მდე ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევრების უმრავლესობა ტილოზეა შესრულებული.

ეს გიორგი გველესიანის რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენაა, საერთო ჯამში კი 10 წლის მხატვარი 200-ზე მეტი ნამუშევარის ავტორია.

პატარა ხელოვანის ნამუშევრები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.