ქვეითთა გადასასვლელები დაიხაზა [photo]

2019-06-11 13:24:40

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე "რუსთავსერვის ცენტრმა" ადგილზე არსებულ ბუგაროკებს დემონტაჟი ჩაუტარა და ქვეითთა გადასასვლელები დახაზა.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარისას "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ განაცხადა - "ქვეითების გადასასვლელების დემონტაჟი და დახაზვა მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა თბილისის ქუჩაზე. შემაფერხებლები, რომლებიც დროის მანძილზე წაიშალა, თავიდან დაიხაზება ლეონიძისა და თოდრიის ქუჩაზე".

სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.