გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:
10:30-დან 10:40 საათამდე და 18:30-დან 18:40 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, მეგობრობის, ვახუშტის, შოთა ნიშნიანიძის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-19 მიკრორაიონში, ხოლო 10:40-დან 18:30 საათამდე - ფალიაშვილის, მეგობრობის, მაჩაბელის, ვახუშტის, მელიქიშვილი, გონაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს დაბა კაზრეთში.
10:00-დან 20:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შულავერი, გერანზავოდი, ნახალოვკა, ბუდიონოვკა და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში საბირკენდი, ალგეთი, აზიზკენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულში კოსტავას, ტაბიძის, ნარიმანოვის, საიათნოვას, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ წერეთელში.
12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს წალკაში და სოფლებში საყდრიონი, განთიადი, სამება, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.