რუსთაველი მოჭიდავის წარმატება

2019-06-11 01:30:56

რუსთაველი მოჭიდავე გუჯა ბარბაქაძე კაზახური სტილით ჭიდაობაში ზდასრულებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

პოლონეთში, კაზახური სტილით ჭიდაობის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა 4 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 3 შეხვედრაში სრული უპირატესობით გაიმარჯვა, ფინალურ ეტაპზე კი სომხეთთან დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

მიღწეულმა წარმატებამ გუჯა ბარბაქაძეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა. ჩემპიონატი ნოემბრის თვეში გაიმართება და საქართველოს რუსთაველი მოჭიდავე წარადგენს.

გუჯა ბარბაქაძე 20 წლისაა და 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მან ჭიდაობა 8 წლის ასაკიდან დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ადგილი მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები