2019-06-10 14:40:59
ხანძარი რუსთავის N24 საჯარო სკოლის ეზოში (გიმნაზიაში).
ცეცხლი სკოლის ეზოში ხმელ ბალახს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.