ბაღებში რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

2019-06-10 14:14:59

დღეს რუსთავის ბაგა-ბაღებში, კერძოდ კი 4-5 წლიანი ბავშვების ჯგუფებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყო.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, როგორც 3-4 წლიანი ბავშვების რეგისტრაციის შემთხვევაში მოხდა, რუსთავის მერიის წინ დღესაც მშობლების ცოცხალი რიგი იდგა, თუმცა დღის მეორე ნახევარში მშობლების რაოდენობამ იკლო.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში ეკა ხუციშვილი აღნიშნავს, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას აქვს საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ ბაღში ყველა მსურველი ჩაირიცხოს, თუმცა მშობლების დიდი ნაწილის პროსტესტს იმასთან დაკავშირებით, გამოთქვამს რომ შესაძლოა შვილი სასურველ ბაღში ვერ მოახვედრონ, ეკა ხუციშვილი პასუხობს, რომ: - "სასურველ ბაღში ყველა ვერ მოხვდება, განსაკუთრებით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჭირს ვაკანტური ადგილები იმიტომ, რომ ძალიან პატარა ბაღები გვაქვს. სულ 4 ბაღია და პრაქტიკულად 2 ბაღში ჯგუფი არ იხსნება. 1 ბაღში 3-4 წლიანი გავხსენით, მეორეში კი 4-5 წლიანი. მსურველი უფრო მეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბაგა-ბაღების გაერთიანება მუშაობს იმ საკითხზე რომ დროთა განმავლობაში შემსუბუქდეს სიტუცია", - აცხადებს ეკა ხუციშვილი.

სააღმზრდელო დაწესებულებებში რეგისტრაციის პროცესი პარასკევის ჩათვლით გასტანს.