5 წლის გოგონა წყალში დაიხრჩო

2019-06-09 00:10:38

ესპანეთში გარდაცვლილ ბავშვს, 5 წლის ანა იშხნელს რუსთავში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ.

შეგახსენებთ რომ ბავშვი ტარაგონაში, ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. 27 მაისს კი დასვენება ტრაგედიით დასრულდა. 5 წლის ანა იშხნელი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო.

გარდაცვლილს კვირას, 9 ივნისს ხარების ეკლესიაში გადაასვენებენ და სამშაბათს 11 ივნისს დაკრძალავენ.