ინციდენტი ცენტრალურ პარკში

2019-06-08 20:54:10

ინციდენტი მოხდა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 12 წლის გოგონა სკეიტით მოძრაობდა, რა დროსაც წაიქცა და მარცხენა ხელის ზედაპირული ტრავმა მიიღო.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ადგილზე ცენტრალური პარკის დაცვის თანამშრომლებმა გამოიძახეს.

ეკიპაჟმა გოგონა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.