არასწორად დაგებული ქვაფენილი

2019-06-08 18:14:23

რუსთავის შემოსასვლელში ხელოვნური შემაფერხებლის მოწყობა კვლავ მიმდინარეობს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, სამუშაოები არასწორად იყო შესრულებული და ხელახლა ხდება შემაფერხებლის მოწყობა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ახორცეილებს, ახალი ე.წ. "ბუგაროკის" გაკეთება 12 ივნისისთვის უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის შემოსასვლელში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ძველი შემაფერხებლის დემონტაჟი დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო და სამუშაოები 5 ივნისს უნდა დაემთავებინა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოასწრეს სამუშაოების დასრულება, კომპანია ჯარიმაზეა.