რუსთავში მარდალეიშვილის კლინიკა გაიხსნება [photo]

2019-06-08 18:14:54

რუსთავში, მეტალურგიის ყოფილ საავადმყოფოში, რომელიც მარდალეიშვილის სახელობის კლინიკამ შეიძინა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამედიცინო დაწესებულების, რეაბილიტაცია დაახლოებით 1 წელია დაიწყო.

ივნისის ბოლოს, ცენტრში ღეროვანი უჯრედების, გენეტიკური და მორფოლოგიური ლაბორატორიები გაიხსნება, ხოლო სექტემბერში იგეგმება სტაციონარული სეგმენტის გახსნა, სადაც იფუნქციონირებს რეანიმაციული, ქირურგიული, თერაპიული, კარდეოლოგიურ-ინტერვენციული განყოფილებები, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და განახლებული ინვენტარით.

ინვესტიციის სრული მოცულობა, ამ ეტაპისთვის 3 მილიონ ლარს აღემატება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ცენტრში დროებით შეჩერებულია პაციენტებისთვის სტაციონარული სერვისის მიწოდება, რის გამოც თანამშრომლები 2 თვეა შვებულებაში იმყოფებიან. სამუშაოების დასრულების შემდეგ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ადგილზე დაათვალიერა.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარდალეიშვილის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მართლა უნიკალურია. გეგმები, პროექტები და ინვესტიციები რაც უნდა განხორციელდეს ცენტრში, არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, ქალაქისთვის, რომ პირველ რიგში მომსახურება იქნება გარკვეულ წილად შეღავათებთან დაკავშირებული და აღარ მოუწევთ გადაადგილების დროს ხარჯების გაწევა" - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ