21-ე მიკრორაიონში ელ. ენერგია გაითიშა

2019-06-08 12:28:11

რუსთავსი, 21-ე მიკრორაიონში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

"ინფო რუსთავს" მოსახლეობა დაუკავშირდა და სთხოვა გაერკვია თუ როდის აღდგება ელექტროენერგია.

"ინფო რუსთავს" ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, რომ ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და 15:00 საათამდე აღდგება.