8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია მდ.ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 ივნისი +30°C, 9 ივნისი +32°C, 10 ივნისი +32°C, 11 ივნისი +32°C.