გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
16:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, მაზნიაშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე.
09:00-დან 07:00 საათამდე - ვაზიანის დასახლებას და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება, სააკაძე, თელეთი, მუხროვანი, ლოჭინი. 13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, სიონისუბანი, თელეთი, მარტყოფი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთისძირი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, რუსთავი-ბაქოს გზატკეცილზე. 15:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებს სავანეთი, ფოლადაური, ნახიდური, ხიდისყური, ვანათი და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 19:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ჭივჭავი, ალექსეევკა, სამღერეთი, იფნარა, დიდი ირაგა და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 20:30 საათამდე - აბონენტებს ქ. მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, ჩოლოყაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პუშკინის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.