რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ იმსჯელა და გარკვეულ ლოტებზე ფასი 1.80 ლარით განსაზღვრა.
ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე ფასის შესაძლო ცვლილებამ ხმაური გამოიწვია. სხდომაზე იმსჯელებენ და ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით მერს რეკომენდაციას გადაუგზავნიან.
სხდომა ჯერ კიდევ გრძელდება, "ინფო რუსთავი" რჩება ადგილზე და აგრძელებს თემაზე მუშაობას.