ავაიაკატასტროფას რუსთაველი ახალგაზრდა ემსხვერპლა

2019-06-06 12:46:04

ყაზბეგშიი მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 3 გარდაცვლილიდან ერთი რუსთაველი 26 წლის მამაკაცია. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გიდად და ასევე ვიდეო-ოპერატორად მუშაობდა.

"ინფო რუსთავს" მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია იმ სკოლის დირექტორმა დაუდასტურა სადაც ის წლების წინ სწავლობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ყაზბეგში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაცით, ვერტმფრენი, სავარაუდოდ, სოფელ აჩხოტიდან მოფრინავდა და ის სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე უნდა დაფრენილიყო, რა დროსაც, სტეფანწმინდის შესასვლელთან კატასტროფა განიცადა.