უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები რუსთავში [photo]

2019-06-07 18:34:04

რუსთავში, უკანონოდ შემოღობილ ტერიტორიებზე, უსახური კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშაოები ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი პროცესი უკვე განხორციელდა მოდებაძის ქუჩის, დავით გარეჯის #1, ბალანჩივაძის #8,  დუმბაძის #30  და დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიებზე.