დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გენდერის თემაზე დისკუსია გაიმართა.

2017-03-15 16:59:06

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაიკლ კიმელის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი სახელწოდებით „რატომ არის გენდერული თანასწორობა კარგი, მათ შორის მამაკაცებისთვისაც“  გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის თემას ეხებოდა. ფილმის ჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა, ღონისძიების მონაწილეებმა კიმელის მიერ მოყვანილ არგუმენტებსა და გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.