რამდენი ავარია მოხდა რუსთავში

2019-06-08 11:08:57

მაისის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში რუსთავის მასშტაბით და მის მიმდებარედ 17 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

გასულ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა.

მაისში, ყველაზე მეტი, 5 ავარია მეგობრობის გამზირზე მოხდა, დაშავდა 3 ადამიანი. ასევე "ინფო რუსთავის" ობიექტივში მოხვედრილი ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. ავტობანზე მომხდარი ავარიების შედეგად სულ 9 ადამიანი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევები ასევე  ფიქსირდება ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს ქუჩაზე, მე-7, მე-12 და მე-17 მიკრორაიონებში და რუსთავი ლილოს დამაკავშირებელ გზაზე.

"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა მაისის თვეში გასულ თვეებთან შდარებით გაზრდილია.