რამდენი გრადუსი დაფიქსირდა სტენდზე [video]

2019-06-04 21:08:02

4 ივნისს, რუსთავში, ბოლო 5 თვის მანძილზე (მიმდინარე წელს) ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. [ვიდეო/video]

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთერთი ბენზინგასამართი სადგურის ტემპერატურის საზომი 14:45 საათზე მზის გულზე 41° გრადუსს მიუახლოვდა.

5-6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 ივნისი +35°C, 6 ივნისი +34°C, 7 ივნისი +35°C, 8 ივნისი +34°C.