ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. [ვიდეო/video]
მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავტომობილი მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა, რის შემდეგაც გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა.
მომხდარის შედეგად, ავტომობილში მჯდომი პირი არ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიცია.