"ყველა ბავშვი დარეგისტრირდება"

2019-06-04 11:53:33

რუსთავის ბაგა-ბაღეში, 3-4 წლიანთა კატეგორიაში აღსაზრდელების რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყო და 7 ივნისამდე გაგრძელდება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაღებში 600-მდე ბავშვია დარეგისტრირებული.

აღსაზრდელების რეგისტრაცია რუსთავის მერიაში განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს.

"ყველა ბავშვი დარეგისტრირდება. დღეს ძალიან მშვიდად მიმდინარეობს ბავშვების ჩარიცხვა. აბსოლიტურად არ არის რიგი, რაც გუშინ იყო, ეს რიგები თანამშრომლების მიერ იყო ორგანიზებული. ადგილი გვაქვს ძალიან ბევრი, რასაკვირველია სხვადასხვა ბაღში სხვადასხვა ადგილების რაოდენობა გვქონდა. ბევრი მათგანი ჩაირიცხა სასურველ ბაღში, თუ სასურველ ბაღში ადგილი არ იყო ახლომდებარე ბაღში, თუ ახლომდებარე ბაღშიც ამოიწურა უკვე იმ ბაღში, სადაც ტრანსპორტირება გაუადვილდებათ. მაინც გამოდის ისე, რომ თავიანთი არჩეულია ბაღები" - განაცხადა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა

შეგახსენებთ, რომ განცხადების საფუძველზე 4-5 წლიანთა რეგისტრაცია 10 ივნისს დაიწყება და 14 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო 2-3 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვები კვლავ ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდგომ ჩაირიცხებიან, რომელიც 14 ივნისს 12 საათზე სარეგისტრაციო საიტზე rustavikids.ge. ჩატარდება.