"ჩემს ოჯახში დავბრუნდი" [photo]

2019-06-03 14:59:31

დავით კირკიტაძე რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში თავის თანაგუნდელებს შეხვდა.

"განცდა მაქვს თითქოს ჩემს ოჯახში დავბრუნდი. 15 000 ხელმოწერა შეგროვდა ჩემი გათავისუფლებისთვის, აქედან 80% რუსთავის მოსახლეობა იყო. მხოლოდ რუსთავმა შეძლო და დაანახა საქართველოს თელავთან ერთად, რომ ჩვენ არ ვართ ღირსი იმ პრეზიდენტის, რომელიც გვაყვს. რუსთავმა მხარი არ დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, ადამინს, რომელმაც პრობლემების მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, პრობლემები ჩვენს მეზობლებთან, პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, პრობლემები ქვეყნის შიგნით და ნაცვლად იმისა რომ ეს ადამიანი დაეხმაროს მოსახლეობას თავს გვჭრის, როგორც მეზობლებთან, ასევე საერთაშორისო მასშტაბით", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე 31 მაისს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.