რუსთავში ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო [video]

2019-06-03 11:49:47

დღეს, რუსთავის ბაგა-ბაღეში, კერძოდ კი 3-4 წლიანი ბავშვების ჯგუფებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყო. [ვიდეო/video]

რეგისტრაციასთან დაკავშირებით დილიდან რუსთავის მერიის წინ მშობლების ცოცხალი რიგი დგას.

როგორც რუსთაველი პატარების მშობლები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ, ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა შვილი სასურველ ბაღში მოხვედრის გარეშე დარჩეთ.

რუსთავის ბაღბის გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის თქმით, შესაძლოა ყველა ბავშვი სასურველ სააღმზრდელო დაწესებულებაში ვერ მოხვდეს, თუმცა ბაღების გაერთიანება მზადაა იმისთვის, რომ უკლებლივ ყვველა მსურველის დაკმაყოფილება უზრუნველყოს.

"რეგისტრაცია გაგრძელდება 7 ივნისის ჩათვლით და ყველა პატარა, ვინც 3-4 წლიანი ჯგუფის არის დაკმაყოფილდება ბაღის ჯგუფებით. ის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყველა ჩავრიცხოთ, თუმცა რუსთავის ბაღების გაერთიანებამ მოახერხა, რომ ყველა ამ ასაკის პატარას ჩარიცხვა მოხდეს ბაღში და მათ აღარ ჰქონდეთ პრობლემა იმაზე, რომ რეზერვში არიან დიდი ხანია და ა.შ. ყველა ბავშვისთვის ადგილი რუსთავის ბაღებს აქვს და ძალიან მშვიდად მიმდინარეობს ჩარიცხვის პროცესიც. 1000-მდე მსურველი არის 3-4 წლიანთა ჯგუფში ჩარიცხვის. ნუ ინერვიულებენ მშობლები , სიმშვიდე შეინარჩუნონ, რათა მერიის სახვა სამსახურებსაც არ შევუშალოთ ხელი მუშაობაში და შეუფეხებლად ჩავრიცხოთ ჩვენი პატარები", - აცხადებს ეკა ხუციშვილი.