რუსთავის ტბაზე საცურაო სეზონი გაიხსნა

2019-06-02 16:44:11

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბაზე საცურაო სეზონი გაიხსნა.

ბანაობა 12:00 საათიდან 19:30 საათამდეა ნებადართული. რუსთავსერვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ტბაზე სპეციალური ზოლია გამოყოფილი სადაც ცურვა ნებისმიერი მსურველისთვის ნებადართულია.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ტბის სანაპირო ზოლზე დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით, მაშველები იმუშავებენ. მაშველები სპეციალური ტექნიკითა და აქსესუარებით აღიჭურვნენ.

ცურვის სეზონის გახსნამდე კი ტბის სანაპიროს ტერიტორია მოწესრიგდა. სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა.