1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა [photo]

2019-06-01 19:01:33

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ღონისძიებები რუსთავში, დილიდან დაიწყო და სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა.

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში 110 ბავშვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

კულტურისა და დასვენების პარკში კი სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები 17:00 საათიდან დაიწყო.

ამფითეატრში საბავშვო სპექტაკლი, ილუზიების შოუ და საბავშვო კონცერტი გაიმართა.