1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ღონისძიებები რუსთავში, დილიდან დაიწყო და სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა.
რუსთავის ისტორიულ მუზეუმში 110 ბავშვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
კულტურისა და დასვენების პარკში კი სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები 17:00 საათიდან დაიწყო.
ამფითეატრში საბავშვო სპექტაკლი, ილუზიების შოუ და საბავშვო კონცერტი გაიმართა.